Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670725&print=yes&view=jobs
 
ოპერაციული პროცესების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული პროცესების კოორდინატორი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
IT აუთსორს კომპანია "ITCRaft"-ში გვესაჭიროება თანამშრომელი შემდეგ პოზიციაზე: ოპერაციული პროცესების კოორდინატორი / Task & Ops Manager

ძირითადი მიზანი

მოიცავს კომპანიაში აუთსორსის მიმართულებით შემოსული ყველა დავალების/კითხვის აღრიცხვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, შესაბამისი თანამშრომლებისთვის გადანაწილებას და შესრულების მონიტორინგს

ძირითადი მოვალეობები

** თასქების რეგისტრაცია: ყველა ახალი მოთხოვნის მიღება (ელ.ფოსტა, ზარი, ტიკეტინგ სისტემა) და CRM/ტასკ-მენეჯმენტში ჩაწერა.
** გადანაწილება: შესაბამის გუნდებსა და ადამიანებზე დავალებების გამართვა მკაფიო აღწერითა და დროში ჩასმული ვადებით.
** დედლაინების კონტროლი: ყოველდღიური მონიტორინგი, რომ თითოეულ დავალებას ჰქონდეს სტატუსი ("მიმდინარე", "დასრულების მოლოდინში" და ა.შ.).
** პროცესების დახვეწა: პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის წინადადებები.

რეპორტინგი:

** ყოველდღიური მოკლე სტატუს-რეპორტი მენეჯმენტისთვის
** კვირის შემაჯამებელი რეპორტი შესრულებული/მიმდინარე პროექტებით, შეფერხებების მიზეზებითა და რეკომენდაციებით.

აუცილებელი უნარები

** ძლიერად განვითარებული ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** მკაფიო წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულად და სასურველია ინგლისურად
** სასურველია გამოცდილება ადმინისტრაციულ/ოპერაციულ ან პროექტების კოორდინაციის სფეროში

პიროვნული თვისებები

** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე, სტარტი 800-დან (მომავალი ზრდის პერსპექტივით).
** ლოკაცია: თბილისი პავლე ინგოროყვას 19. (პარლამენტის უკან)

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@itcraft.ge. Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

032 2 18 18 09
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია