Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670673&print=yes&view=jobs
 
ქართულ, ინგლისურ და რუსულ. კლიენტთა მხარდაჭ. წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართულ, ინგლისურ და რუსულ. კლიენტთა მხარდაჭ. წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენოვანი კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (CSR) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში. თანამშრომელი უნდა ფლობდეს სამივე ენას მაღალ დონეზე.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს მათ პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის CSR უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. ევოლვექსი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აპარატურით და სამუშაო გარემოსთან ადაპტირების მიზნით, ჩაუტარებს დეტალურ ტრენინგს. პროექტი არის სრულად დისტანციური.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** მენეჯერთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად შვებულებას 6 თვის შემდეგ.
** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ტრენინგს.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 4 საათიან ცვლას (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შუალედში).
** 1200 ლარამდე გროს ხელფასს თვეში (21 სამუშაო დღის მიხედვით).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/zR45Yqfe

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია