Робота для біженців з України
ტვირთამწის მძღოლი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტვირთამწის მძღოლი
მომწოდებელი: ჯეო სოლარ თექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია "ჯეო სოლარ თექნოლოჯი" წამყვანი მზის პანელების საწარმო, ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ტვირთამწის მძღოლს.

თუ გსურთ, გახდეთ მზარდი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით!

მოვალეობები:

** ნედლეულის, კომპონენტებისა და მზა პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება საწარმოსა და საწყობის ტერიტორიაზე.
** სატვირთო მანქანების დატვირთვა-განტვირთვა.
** ტვირთამწის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მისი ტექნიკური შემოწმება ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე.
** საწყობის წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაში მონაწილეობა.
** ინვენტარიზაციის პროცესში დახმარება.

მოთხოვნები:

** ტვირთამწის მართვის გამოცდილება (გამოცდილება მსგავსი პროდუქციის მართვაში ჩაითვლება უპირატესობად).
** შესაბამისი მართვის მოწმობის ან სერტიფიკატის ქონა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიურ ინდუსტრიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: sgelashvili.gsolar@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე