Робота для біженців з України
დამხმარე ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ფინანსისტი
მომწოდებელი: მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" Modern Business Solutions აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ფინანსისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, უზნაძის 78
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების (მოგება-ზარალი, ბალანსი და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი) მომზადება;
** ბუღალტრული გატარების კონტროლი;
** კომპანიის დანახარჯების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი;
** ფინანსური ჯგუფის მხარდაჭერა;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრულ პროგრამაში ხარვეზების აღმოჩენა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C/ბალანსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტერიის ცოდნა, სასურველია ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-თვისებები:

** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: modernbusinesssolutionshr@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე