Робота для біженців з України
ბარისტა/მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო მუხრანთუბანი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
სასტუმრო "მუხრანთუბანი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა/მიმტანის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მომსახურება კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** კვებისა და სასმელების მენიუს საფუძვლიანი ცოდნა, რომ შეძლოს სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** კერძების შეთავაზება და მეტი გაყიდვების სტიმულირება
** სტუმრებისათვის მომსახურების სრული ციკლის მართვა - მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ჩეკის მომზადება
** შეკვეთის აღებისას იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და სწორად მიიტანოს სტუმართან შეკვეთილი კერძი/სასმელი
** ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების მომზადება
** სამზარეულოს პერსონალთან მჭიდრო კომუნიკაცია

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბარში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის 23
ანაზღაურება: 1400 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jikidzes@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597913000.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე