Робота для біженців з України
წარმოების დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების დამხმარე
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წმ.მოწამე ვასილისკოს N12
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციის წასაღებად გამზადება;
** საკონდიტრო წარმოებაში ყუთების, სტელაჟების, ნედლეულის, წარმოებული პროდუქციის დალაგება/გადალაგება, შესაბამის გამოყოფილ ადგილებზე განთავსება;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციის მომხმარებელთან მიტანის შემდეგ მისთვის დასრულებული ვიზუალური იერსახის მიცემა, მათ შორის კონსტრუქციების, სადგამების, მექანიზმების აწყობა/გამართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების დამხმარე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე