დასახელება:
წარმოების დამხმარე
|
მომწოდებელი:
ქართული აგრო სახლი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - წარმოების დამხმარე.
სამუშაო ადგილი:
** სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, წარმოება დროებით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იმყოფება ნორიოს ტერიტორიაზე. ნოემბრის ბოლოს სრულად გადმოდის თბილისში, დიდ დიღომში, ხელაძის ქუჩაზე.
ნორიოში მუშაობის პერიოდში უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ტრანსპორტირება, კვება, დამატებითი დღიური ანაზღაურება.
** სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში, 1 დღე (კვირა) დასვენება.
** ანაზღაურება - 1000 ლარი
თანამშრომელთან შეთანხმებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, რაც კომპენსირებული იქნება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნედლეულის დახარისხება/გადამუშავება;
** შეფუთულ პროდუქციაზე კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების (ეტიკეტირება, ვადები) ზედმიწევნით სწორად ასახვა;
** წარმოების მფლობელობაში არსებული ინვენტარის კონტროლი;
** პროდუქციის ყუთებში ჩაწყობა და გადატანისთვის მომზადება.
კომპანია გთავაზობთ:
** თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|