Робота для біженців з України
საერთაშორისო სანქციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სანქციების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სანქციების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** კლიენტების, ტრანზაქციებისა და სავაჭრო ოპერაციების შემოწმება საერთაშორისო სანქციებთან (EU, UK, US/OFAC, UN) შესაბამისობაზე;
** საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით და ბანკის შიდა ინსტრუქციებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება;
** კლიენტების და მათთან დაკავშირებული პირების, ასევე ტრანზაქციის მონაწილე მხარეების სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში გადამოწმება (screening);
** კლიენტების შესწავლა, საბანკო ოპერაციების ანალიზი და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენა;
** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ასევე საერთაშორისო სანქციების საკითხებთან დაკავშირებით ბანკის სხვა თანამშრომლების კონსულტირება;
** ბანკში საერთაშორისო სანქციების მიმართულებით შიდა კონტროლის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული, ეკონომიკურ, ფინანსური ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე (Advance) ცოდნა;
** საერთაშორისო სანქციების, AML/CFT და ფინანსური მონიტორინგის რეგულაციების ცოდნა;
** საფინანსო/საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო პროცედურების და პროდუქტების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე