Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: TopTools
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
TopTools - სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ხელსაწყოების მაღაზია, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორი
დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (სტუდენტებისთვის)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგებული განთავსება და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა და ახალი მოდელების შესწავლა;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის შესაბამისი პირობების გაცნობა.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** ინგლისური და რუსული ენების ელემენტარული ცოდნა;
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: toptools.ge@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, ფლობს და ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე