Робота для біженців з України
სწავლა გერმანიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სწავლა გერმანიაში
მომწოდებელი: Prime Study
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
გსურს ისწავლო გერმანიაში, ქ. ბრემენში ინგლისურ ენაზე?

მაშინ შემოგვიერთდი ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, 19 სთ-ზე სასტუმრო პარაგრაფში (თბილისი, თავისუფლების მოედანი) Constructor University-ს პრეზენტაციაზე! შეხვედრაზე შეიტყობ ინფორმაციას უნივერსიტეტში მისაღები მოთხოვნების, ფინანსური შეღავათებისა და სტუდენტური სესხის მოპოვების შესახებ. დასწრება უფასოა.

საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტით: primestudy.communications@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია:

** Constructor University არის რეიტინგებით #1 კერძო უნივერსიტეტი გერმანიაში
** უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი კამპუსი, სადაც სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან კომფორტული საცხოვრებლით, სამჯერადი კვებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით
** საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, გერმანული ენის ცოდნა არ მოითხოვება
** საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი
** საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელია ქართული სკოლის ატესტატით
** აუცილებელია ინგლისური ენის გამოცდის (TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ექვივალენტი) და SAT-ის გამოცდის ქულის წარდგენა (SAT-ის ქულის წარდგენა შეგიძლიათ 2026 წლის 31 დეკემბრამდე)
** ასევე შესაძლებელია მოსამზადებელი (Foundation) წლის გავლა (ამ შემთხვევაში არ მოითხოვება SAT-ის გამოცდის ქულა)
** სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 20 ათას ევროს. გამორჩეული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური შეღავათები და სტუდენტური სესხები
** საცხოვრებელში განთავსება სამჯერადი კვებით - 10 ათასი ევრო წელიწადში.

პროგრამული მიმართულებები:

** ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია
** ქიმია და ბიოტექნოლოგია
** ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა
** ფიზიკა და მონაცემთა მეცნიერება
** კომპიუტერული მეცნიერება
** მათემატიკა, მოდელირება და მონაცემთა ანალიზი
** მონაცემები და ტექნოლოგიები
** ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია
** რობოტიკა
** გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი
** ინდუსტრიული ინჟინერია და მენეჯმენტი
** ინტეგრირებული სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგია
** საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება
** საერთაშორისო ურთიერთობები
** მენეჯმენტი, გადაწყვეტილებები და მონაცემთა ანალიზი
** განათლების საკონსულტაციო ცენტრი

PRIME STUDY
https://www.primestudy.ge/events/4
https://www.facebook.com/primestudy
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე