დასახელება:
შოურუმის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Citrus.ge
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
Citrus.ge - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
** თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
რისი კეთება მოგიწევს:
** მომხმარებელთა საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** შესყიდვის პროცესში მომხმარებელთა დახმარება და კონსულტაცია;
** შეკვეთების გაფორმება, გაყიდული ნივთის შემოწმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
** გადახდასთან დაკავშირებული ოპერაციების სრული ციკლის მართვა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და ა.შ.);
** პროდუქციის განთავსება შოურუმში, მის სისუფთავეზე ზრუნვა და ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შევსების მოთხოვნა;
** მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება.
რისი ცოდნა დაგჭირდება:
** იყო სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში / მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი: პროდუქტის დატესტვა, ფუნქციონალის ჩვენება;
** ტექნოლოგიური ცოდნა (სასურველია): e-commerce პლატფორმებთან და POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. N34
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში- კვირაში 6 დღე, 5 საათიანი სამუშაო ცვლა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (გაყიდვებიდან).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "შოურუმის კონსულტანტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - http://www.citrus.ge
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|