Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670480&print=yes&view=jobs
 
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია შემომავალი ზარების მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება აქციების შესახებ
** სატელეფონო შეკვეთების მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა, საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
** მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
** პროდუქციის შესახებ ზედმიწევნით კარგი ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში

უცხო ენების ცოდნა:

სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარ- ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთით
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 950 ლარი + ბონუსები

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 29 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ცხელი ხაზის ოპერატორი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია