Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მთავარი ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** კომპანიის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

მთავარი ბუღალტრის პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე