დასახელება:
ადმინისტრაციული პერსონალი და კონსულტანტები
|
მომწოდებელი:
სოციალური პოლიტიკისა და ბიოეთიკის ჰაბი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
670434_Social_Policy_and_Bioethics_Hub_7143355.zip
|
"სოციალური პოლიტიკისა და ბიოეთიკის ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე ადმინისტრაციული პერსონალი და კონსულტანტები.
ორგანიზაციის შესახებ:
ა (ა)იპ "სოციალური პოლიტიკისა და ბიოეთიკის ჰაბი" არის ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის ინტერვენციების განხორციელების და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობის მიზნით. მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და საკონსულტაციო საქმიანობებს.
ორგანიზაცია თავის საქმიანობებს აწარმოებს სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით.
ორგანიზაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს შემდეგ პოზიციებზე განაცხადის გასაკეთებლად:
ადმინისტრაციული და პროექტის პერსონალი
1. კოორდინატორი (სრული განაკვეთი);
2. ასისტენტი (ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების შესაძლებლობით);
3. იურისტი (50% განაკვეთი);
4. საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი (50% განაკვეთი).
ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს წევრები:
1. ჯანდაცვის სპეციალისტი/კონსულტანტი;
2. სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი/კონსულტანტი;
3. ადამიანის უფლებების სპეციალისტი/კონსულტანტი;
4. შრომა - დასაქმების პოლიტიკის სპეციალისტი/კონსულტანტი;
5. მკვლევარი, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი;
6. ეკონომისტი.
სამუშაო ადგილი: თბილისი (საჭიროების შემთხვევაში მივლინებები საქართველოს ფარგლებში).
საქმიანობების განხორციელების დაწყების სავარაუდო პერიოდი: 2026 წლის იანვარი.
დანართებში იხილეთ შესაბამისი პოზიციების საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია, განაცხადის გაკეთების პროცედურა და შერჩევა:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განცხადების წარმოდგენა მხოლოდ ერთ პოზიციაზე ა.წ. 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე.
წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: spb.hub25@gmail.com წერილის სათაურში შესაბამისი პოზიციის მითითებით:
** ავტობიოგრაფია ქართულ ენაზე (შესაბამის სფეროში განათლების და გამოცდილების მითითებით) თანდართული ფორმის მიხედვით. დამატებით შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი CV;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 1 გვერდისა);
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობისას);
** დიპლომის ასლი შესაბამის სპეციალობაში;
** ნაშრომების ჩამონათვალი და ნიმუში (კვლევები, პუბლიკაციები და სხვა - ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ორი რეკომენდატორის სახელი/გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ტელ/ელ. ფოსტა.
სრულად წარმოდგენილი განცხადებები განიხილება ა.წ. 30 ოქტომბრის ჩათვლით. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირები.
პერსონალური მონაცემები შეგროვდება და დაცული იქნება კონფიდენციალურად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, გაიწვიოს/გააუქმოს ან საჭიროებისამებრ შეცვალოს/ჩაანაცვლოს რომელიმე ზემოთ მოცემული პოზიცია კონტრაქტირებამდე.
დოკუმენტაციის შერჩევისა და ინტერვიუირების პროცესში დაცული იქნება ყველა კვალიფიციური პირის ინტერესი, მიკერძოებისა და რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შესაძლებლობების პრინციპით.
|
|
|
|