დასახელება:
გარე, უმცროსი და უფროსი გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
ერთ-ერთი კომპანია ეძებს თანამშრომლებს სხვადასხვა პოზიციაზე სამუშაოდ:
1. გარე გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ლიდების მოძიება ფიზიკურ ტერიტორიაზე (field-visits) და კორპუსების იდენტიფიცირება უბნების მიხედვით
** ლიდების (კორპუსების) აღწერა განსაზღვრული ჩექლისტის მიხედვით და მათი რეგისტრაცია შიდა სისტემაში
** მობინადრეებთან საინფორმაციო კომუნიკაციის წარმოება (პირისპირ შეხვედრები, საუბრები, მოკლე პრეზენტაციები და საჭიროების შემთხვევაში, კრებების ორგანიზება)
** კორპუსის მაცხოვრებლებისთვის შეთანხმების დოკუმენტების წარდგენა მკაფიო და გასაგები ფორმით
** შეთანხმების დოკუმენტებზე თანხმობების/ხელმოწერების დროული შეგროვება
** კორპუსის სტრუქტურისა და საჭიროებების დეტალური აღწერა და გაყიდვების უფროსი მენეჯერისთვის ინფორმაციის დროული გადაცემა
** კვირაში მინიმუმ ორჯერ ოფისში ვიზიტი სამუშაოს დაგეგმვისა და შედეგების ანგარიშგების მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა;
** გამოცდილება გაყიდვებში
2. უმცროსი გაყიდვების მენეჯერი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შემოსული ლიდების გადარჩევა და დამუშავება სხვადასხვა ონლაინ არხებიდან, მათ შორის:
** სოციალური მედიიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება
** ქოლცენტრის მიერ გადაცემული ინფორმაციის დაზუსტება.
** ვებგვერდზე არსებული ონლაინ ფორმების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა მარკეტინგული არხების საშუალებით შემოსული მონაცემების დამუშავება და ბაზების გადარჩევა.
** შემოსული ლიდების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით (ჩექლისტით) და მათი სისტემაში რეგისტრაცია.
** პოტენციურ მომხმარებელთან საინფორმაციო კომუნიკაციის წარმოება სატელეფონო საუბრით ან ონლაინ-პლატფორმების საშუალებით.
** ინფორმაციის გადაცემა: მოსახლეობის საჭიროებების დეტალური აღწერა და ინფორმაციის დროული გადაცემა უფროსი გაყიდვების მენეჯერისთვის.
** უფროს გაყიდვების მენეჯერთან ერთად დასწრება კორპუსის კრებებსა და კარდაკარ ვიზიტებზე, შეთავაზების გაცნობისა და ხელმოწერების შეგროვების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
3. უფროსი გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და მათი ყოველდღიური პროცესების მართვა
** Field მენეჯერის მიერ მოძიებულ ობიექტებზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
** ლიდებზე მორგებული შეთავაზებების ხელშეკრულებებში გარდაქმნა
** მომხმარებლებთან პირადი და სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის სტანდარტების დაცვით
** კორპუსის მენეჯერებთან კომუნიკაციის წარმართვა და შეხვედრებში მონაწილეობა
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა და მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა
** სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
** შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა
** გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა პროგრამული აღრიცხვის ეფექტური მართვა
** CRM სისტემის გამოყენება კომპანიის პროცედურების შესაბამისად
** თვის, კვარტლისა და წლის გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** გაყიდვების გუნდის წევრებისთვის ამოცანების დელეგირება და მათი შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და დაინტერესების გზების განსაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით
** სტანდარტული ტარიფების დაცვა და არასტანდარტულ შემთხვევებში შეთანხმების მიღწევა გაყიდვების ხელმძღვანელთან
** მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე კომპანიის სტანდარტების სრული დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 2+ წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** მართვის მცირე გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ მითითებული ლინკი: https://forms.gle/WbGghVXASpmmqMuTA
|
|
|
|