დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ დაცვის თანამშრომელს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** საერთო სარგებლობის სივრცეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კონტროლი;
** მატერიალური ფასეულობების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო ადგილი: ისანი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|