Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670384&print=yes&view=jobs
 
მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილის სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება;
** გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** დადგენილი სტანდარტის მიხედვით ოთახების სტატუსების კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** ყოველდღიური აუდიტის წარმოება და სალაროს ნაშთი ჩაბარება მენეჯერისთვის;

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** პროფესიული ზრდა;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო უზრუნველყოფს განთავსებას;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულს ფოსტაზე: hr@cpborjomi.com და მიუთითოთ subject-ში პოზიცია.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია