დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Proxied
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
კომპანია "Proxied" ეძებს გამოცდილ სოციალური მედიის მენეჯერს.
ანაზღაურება: $450-750 (კომპეტენციის შესაბამისად)
გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კარიერის განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სოციალური მედიის კონტენტის შექმნა:
** შეიმუშავებთ და განახორციელებთ კონტენტის სტრატეგიას, რომელიც მორგებულია ჩვენს სამიზნე აუდიტორიაზე, შექმნით საინტერესო და შესაბამის კონტენტს მრავალ პლატფორმაზე გასავრცელებლად;
** შექმნით მაღალი ხარისხის ტექსტურ, გამოსახულებით, და ვიდეო კონტენტს სოციალური მედიის პლატფორმებისთვის, მათ შორის Telegram, Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, X (Twitter) და TikTok.
** დაგეგმავთ და გასაშვებად მოამზადებთ კონტენტს, ითანამშრომლებთ ფოტო/ვიდეო მასალების და პლაკატების დიზაინზე, და შექმნით დეტალური შინაარსის ბრიფებს დიზაინერებისთვის.
** თვალს ადევნებთ ინდუსტრიის ტენდენციებს და გამოიყენებთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ახალი და ინოვაციური კონტენტის უზრუნველსაყოფად.
** გააანალიზებთ კონტენტის წარმადობას, აკონტროლებთ ძირითადი მეტრიკებს და გააუმჯობესებთ სტრატეგიებს ჩართულობისა და წვდომის გასაუმჯობესებლად.
SEO ბლოგის წერა:
** გამოიკვლევთ, დაწერთ და ოპტიმიზაციას მოახდენთ მაღალი ხარისხის, SEO-სთვის შესაფერის კონტენტს ბლოგებისთვის, ვებსაიტებისთვის და სხვა ციფრული პლატფორმებისთვის, ორგანული ტრაფიკისთვის მოსაზიდად;
** ჩაატარებთ საკვანძო სიტყვების კვლევას და განახორციელებთ SEO-ს საუკეთესო პრაქტიკებს საძიებო სისტემების რეიტინგის გასაუმჯობესებლად;
** აკონტროლებთ და გააანალიზებთ SEO კონტენტის წარმადობას, საჭიროებისამებრ შეასრულებთ მონაცემების საფუძველზე ცვლილებების შეტანას.
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის კონტენტის შექმნის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
SEO ბლოგერობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე აუცილებელია;
** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ისეთი ინსტრუმენტების, როგორიცაა Photoshop, Canva და Lightroom-ის ფლობა;
** პლუსად ჩაითვლება ვიდეო მონტაჟის საბაზისო უნარები;
** SEO ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილების (მაგ., Google Analytics, SEMrush, Ahrefs ან მსგავსი) მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ძირითადი უნარები:
** ძლიერი გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ხარისხსა და თანმიმდევრულობაზე დაკვირვებული;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და სამუშაოს ვადების დაცვით შესრულების უნარი;
** SEO პრინციპებისა და კონტენტის ოპტიმიზაციის ტექნიკის კარგად გააზრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: careers@proxied.com სათაურით: "SMM ვაკანსია".
|
|
|
|