დასახელება:
მორიგე ექიმი
|
მომწოდებელი:
კლინიკა ჰელსიკორი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
|
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმის პოზიციაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში.
სამუშაო განრიგი: 16-საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მოთხოვნები:
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროფილით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, კომპანიის მიერ დანერგილი გაიდლაინებისა და სტანდარტების დაცვით;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკების განსაზღვრა;
** დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პაციენტზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 13 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
|
|
|
|