დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
ინოვაციების სკოლა
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"ინოვაციების სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
კერძო სკოლა რუსთავში, "ინოვაციების სკოლა", არის ყველაზე სწრაფად მზარდი K-12 საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში. ჩვენი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ საგანმანათლებლო ჰაბად და შევქმნათ აქტიური საზოგადოება. ამ მიზნის მისაღწევად, გვჭირდება სოციალური სივრცის ეფექტურად გამოყენება.
სამუშაო ადგილი: რუსთავი, მე-7 მიკრორაიონი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, მოქნილი გრაფიკით (ძირითადი აქტიური საათები: 10:00-15:30). ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და ტრენდებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს:
ძირითადი მოვალეობები
1. კონტენტის შექმნა (Content Creation)
** ფოტო/ვიდეო გადაღება სკოლაში მიმდინარე აქტივობების: გაკვეთილები, კლუბები, ღონისძიებები და სხვ.
** მოკლე ვერტიკალური ვიდეოების (Reels) მონტაჟი (CapCut/Canva) სუბტიტრებითა და ქოფირაითით.
** ტრენდული კონტენტის გენერირება TikTok-ისა და Instagram-ისთვის.
2. სოციალური მედიის მართვა
** რეგულარული პოსტებისა და სთორების დაგეგმვა და გამოქვეყნება: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn - ფორმატების ადაპტაციით.
** კონტენტის შეფასება, ანალიტიკის მონიტორინგი და უკუკავშირის საფუძველზე მოქმედება.
** მარკეტოლოგთან კომუნიკაცია და ბრენდის ტონის შესაბამისად მოქმედება.
მოთხოვნები:
იდეალური კანდიდატი:
** არის კრეატიული, იცის ტრენდები და საუბრობს Gen Z ენაზე.
** ფლობს 1+ წლიან გამოცდილებას ამ სფეროში.
** კარგად იცის კონტენტის შექმნის ხელსაწყოები (CapCut, Canva და სხვ.).
** ერკვევა სოციალური მედიის მართვის ხელსაწყოებში
** შეუძლია საკომუნიკაციო ონლაინ არხების მართვა.
სასურველი კვალიფიკაცია (პლუსად ჩაითვლება):
** ძლიერი ქოფირაითინგი და Storytelling: მიმზიდველი ტექსტების შექმნისა და სკოლის ამბების ეფექტურად მოყოლის უნარი.
** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
** გამოცდილება ახალგაზრდებთან ან საგანმანათლებლო პროექტებთან მუშაობის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
ინოვაციების სკოლა გთავაზობთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს და:
** მოქნილი გრაფიკი: არ მოგიწევთ სრული 8-საათიანი განაკვეთით სკოლაში ყოფნა. ძირითადი აქტიური საათებია 10:00-15:30, ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობით (კონტენტის დამუშავება დისტანციურად).
** სრული აღჭურვილობა: სკოლა უზრუნველყოფს ყველა საჭირო ხელსაწყოს, მათ შორის: ფოტო/ვიდეო აპარატურას, შტატივებს, განათებას, გადასაღებ სივრცეებს და აპლიკაციების ფასიან ვერსიებს.
ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ გრაფიკზე და უზრუნველვყოთ კომფორტული პირობები.
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: info@soi.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|