დასახელება:
საცხოვრებელი კომპლექსის რეცეფციონისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის რეცეფციონისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** მობინადრეების, სტუმრების დახვედრა და გადამისამართება;
** მობინადრეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათ შესახებ ინფორმაციის განახლება ბაზაში;
** მობინადრეების სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება და დროული რეაგირება;
** მობინადრეების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** მობინადრეებისათვის ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსის სერვისებზე, წესებზე და რეგულაციებზე;
** მობინადრეების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის მონიტორინგი;
** მობინადრეების გადასახადების ან მომსახურების სტატუსზე ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ - 1100 ლარი (ხელზე ასაღები).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|