Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670146&print=yes&view=jobs
 
ბაქნის აგენტ-სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაქნის აგენტ-სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Max Aero Handling
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"მაქს აერო ჰენდლინგის" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების სამსახურში ბაქნის აგენტ-სუპერვაიზერის პოზიციაზე.

პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "მაქს აერო ჰენდლინგი" დაარსდა 2023 წლის დასაწყისში. იგი აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება, როგორც ქართულ, ისე, უცხოურ ავიაკომპანიებს.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

ანაზღაურება კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა;
** სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა).

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების დაორგანიზება და განხორციელება;
** საჰაერო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების და კომპიუტერული უნარების ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონკურენტულ კომპანიაში მომუშავე კანდიდატების რეზიუმეების განხილვა არ მოხდება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება hr@ahgeorgia.com

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია