Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670131&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის ედვერთაიზერი
მომწოდებელი: ონლაინ მაღაზია
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
ონლაინ მაღაზია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის ედვერთაიზერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა კვირაში 2 დღე
** ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება Meta-ს პლატფორმებზე;
** Meta პლატფორმებზე (Facebook Ads Manager / Instagram Ads Manager) კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, ტესტირება (მაგ. A/B ტესტები) და საუკეთესო შედეგების მიღება;
** რეკლამების ტიპების მართვა (Engagement, Awareness, Traffic, სხვ.);
** კამპანიების ბიუჯეტის მართვა;
** კამპანიების მონიტორინგი, ეფექტიანობის გაზრდა ROI-ის გასაუმჯობესებლად;
** კონკურენტული გარემოს და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი (reach, impressions, engagement, CTR, CPC და სხვა მაჩვენებლები);
** Meta-ს სარეკლამო პოლიტიკის დაცვა და კამპანიების განხორციელება პოლიტიკასთან შესაბამისად;
** Google Analytics-ის გამოყენება კამპანიების შედეგების ანალიზისა და ოპტიმიზაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** სამუშაო გამოცდილება ედვერთაიზერის თანამდებობაზე მინიმუმ 5 წელი;
** სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads Manager) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ფლობა;
** ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვის ცოდნა;
** Google Analytics-ის მუშაობის უნარი;
** Excel/Google Sheets-ში მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;
** სისწრაფე და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე
ანაზღაურება: შეთანხმებით
კომფორტული სამუშაო გარემო პროფესიონალურ გუნდში

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: geotrading2015@gmail.com.

გთხოვთ ზემოთ მოთხოვნილი პირობებს თუ არ აკმაყოფილებთ CV არ გამოგვიგზავნოთ.

კანდიდატი გამოცდილების გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია