Робота для біженців з України
ცემენტის ქარხნის ლაბორანტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცემენტის ქარხნის ლაბორანტი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

ვაკანსიის მდებარეობა: ქ.ფოთი
კანდიდატი გაივლის 2-კვირიან სტაჟირებას (არაანაზღაურებადს).
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება)
გრაფიკი: ორშაბათი - კვირა 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სრული განაკვეთით.
სამუშაო განაკვეთი დასაქმების შემდეგ: სრული- 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ცვლითი გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება.
ცვლის ხანგრძლივობა: 12 საათი (2 საათიანი პერიოდული შესვენების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცვლის გადმობარებისას და ცვლის განმავლობაში ლაბორატორიის სექციის, დანადგარების სისუფთავისა და გამართულობის შემოწმება/დათვალიერება;
** თითოეული მანქანის სინჯის კონტროლი;
** კერძოდ, შემოსული მასალების ხარისხის კონტროლი, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი, გასული პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ნედლეულის ხარისხი შუალედური დამუშავების შემდეგ.
** ქარხნის და სასწორის ოპერატორთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ლაბორატორიულ წისქვილთან მუშაობა;
** ლაბორატორიულ სამტვრევთან მუშაობა;
** ნიმუშების აღება (კლინკერის, კირქვა, თაბაშირი);
** ცემენტის ნიმუშების აღება;
** შესაბამისი რეპორტის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ქიმია-ბიოლოგიიის, წარმოების ტექნოლოგიის განხრით;
** ცემენტის ან მასთან დაკავშირებული წარმოების ინდუსტრიაში ლაბორატორიაში სამუშაო გამოცდილება;
** დეტალებისადმი ყურადღება და დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობა.
** კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** კომფორტული სამუშაო გარემო

კანდიდატების შერჩევა მოხდება:
სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 25 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ლაბორანტი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე