Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670088&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ინდუსტრიუმი
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ინდუსტრიუმი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-კონსტრუქტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ინდუსტრიუმი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ერთიან გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს. უკვე 10 წელზე მეტია მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ მასალას და სერვისს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ურთიერთობა ღირებულია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი, რაც გვაქცევს სანდო და ერთგულ პარტნიორად. Industrium Facebook

არქიტექტორ-კონსტრუქტორის ფუნქცია-მოვალეობები:

** არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნახაზებისა და სქემების მომზადება;
** მასალებისა და კონსტრუქციული ელემენტების შერჩევა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება პროექტებში;
** პროექტის მენეჯერთან კოორდინაცია;
** მიმდინარე სამუშაოების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა და საჭირო ცვლილებების განხორციელება;
** სამუშაო პროცესში ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურისა ან მშენებლობის მიმართულებით;
** სამშენებლო/არქიტექტურულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** AutoCAD, ArchiCAD ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური - უპირატესობად ჩაითვლება.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი, კვირა დღე დასვენება).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2025 წლის 10 ოქტომბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@industrium.ge (გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

საკონტაქტო ნომერი: 555 47 55 37.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია