დასახელება:
უმცროსი ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
Random Systems Georgia
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
"RANDOM SYSTEMS GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ჩვენი სერვისების ფართო არეალი მოიცავს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, კანონმდებლობის შექმნა/დახვეწას, სარეგულაციო მონიტორინგს და ზედამხედველობას.
პოზიციის დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შესვენება 1 საათი)
თანამდებობის ზოგადი მიზანი:
მიღებული მონაცემების მონიტორინგი შემუშავებულ რეპორტინგის სისტემაში, მონაცემთა შემოწმება და ანალიტიკა;
ზოგადი დებულებები:
დაქვემდებარება: დირექტორს, უშუალოდ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება/სპეციალობა: სასურველია, უმაღლესი, ეკონომიკის, ბიზნესის ან სტატისტიკის მიმართულებით მიღებული განათლება.
** მუშაობის გამოცდილება: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** ტექნიკური უნარები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel), SQL.
** უცხო ენები: ინგლისური.
ფუნქციები-მოვალეობები:
** მიღებული მონაცემების მონიტორინგი;
** რეპორტინგის სისტემის კომპონენტების მონიტორინგი;
** მონაცემების ანალიზი.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: info@rsi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|