დასახელება:
AML დეპარტამენტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სილქ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში AML დეპარტამენტში, AML დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
** მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზღვარს ზემოთ, უჩვეულო და საეჭვო საბანკო ოპერაციების გამოვლენა
** უჩვეულო და საეჭვო გარიგებების ანალიზი.
** სფმს პორტალზე ანგარიშგებების გაგზავნა
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და მონიტორინგი
** KYC პროცესში ჩართულობა
** კლიენტების რისკების მინიჭების კუთხით ჩართულობა
** თანამშრომლების კონსულტაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით
** მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით AML დეპარტამენტის უფროსის მიერ დელეგირებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამართლის, ფინანსების ან საბანკო მიმართულებით.
** მონაცემების დამუშავების გამოცდილება
** სასურველია საბანკო პროცედურების, პროდუქტების და ოპერაციების ცოდნა
** კომპიუტერული უნარები MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook)
** უცხო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია კომერციულ ბანკში.
პიროვნული უნარები:
** პროფესიონალიზმი
** მომხმარებლის გამოცდილების უნარი
** ანალიტიკური უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი
** გუნდურობა
** ეთიკა
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით,
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ ბანკმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|