დასახელება:
აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
English Language Academy - Levels
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი:
** კრწანისის ქუჩა, II შესახვევი, 35;
** ჭავჭავაძის გამზ, 29გ
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 3 დღე; ერთი დღე შაბათი ან კვირა 10-დან 18 სთ-მდე.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 დღე; ერთი დღე შაბათი ან კვირა 10-დან 18 სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა
** სწავლის პროცესის მონიტორინგი
** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა
** მენეჯმენტისათვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება
** კორპორატიული კლიენტებთან მუშაობა
** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი
** სტუდენტებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება-მიღება, როგორც ტელეფონით ასევე პირადი შეხვედრებით
** სტუდენტებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმის წარმოება
** სტუდენტებისთვის აქტივობების და ივენთების დაგეგმვა
** ახალი სტუდენტების მიღება / ახალი სასწავლო წლის დაწყება
** რეპორტინგი მშობლებთან
** ინფორმაციის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება
** სოცილური ქსელის მართვა
** პოსტერების, ბროშურების და ბრენდირებული მასალების შექმნის დაგეგმვაში და პროცესში მონაწილეობის მიღება
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1
** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანაზღაურება:
ნახევარ განაკვეთზე:
გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 300 ლარი
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - ანაზღაურება 600 ლარი
სრულ განაკვეთზე:
გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 500 ლარი
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - ანაზღაურება 1000 ლარი
ლეველსი გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** ლეველსის ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: hr@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|