Робота для біженців з України
საჯარო მმართველობის ფარგლებში სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საჯარო მმართველობის ფარგლებში სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "საჯარო მმართველობის" ფარგლებში სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1785 (ათასშვიდასოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
ბ) "იურიდიული ფაკულტეტის დებულება";
გ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

1. სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
2. რეგისტრაციის პერიოდში სასწავლო ბაზის რედაქტირება და რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადება;
3. აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
4. სემესტრული სასწავლო განრიგის შემუშავება;
5. სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი), სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
6. სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების ორგანიზება;
7. სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
8. რეკომენდაციებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
9. მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავება/განვითარებაში;
10. სწავლის დაწყებისთანავე გააცნოს სტუდენტს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით შემუშავებული სასწავლო კურსის სილაბუსი;
11. გაუწიოს კონსულტაცია სტუდენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
12. უზრუნველყოს შეუფერხებელი ორგანიზაციული კომუნიკაცია - სისტემატურად შეამოწმოს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა და ოპერატიულად უპასუხოს გზავნილებს;
13. შეასრულოს ფაკულტეტის დეკანისა და ადმინისტრაციის დავალებები, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვასთან;
14. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაიცვას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეთიკის ნორმები;
15. პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
16. დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებლის მითითებებს;
17. გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 29 სექტემბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "საჯარო მმართველობის" ფარგლებში სპეციალისტის ვაკანსია".

ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "საჯარო მმართველობის" ფარგლებში სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu. ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე