დასახელება:
კლიენტთა მომსახურების მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბარს მეკატრონიკი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მის თავდაპირველ საქმიანობას თურქეთსა და საქართველოს შორის მინის პროდუქციის წარმოება - რეალიზება წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კომპანიამ თავისი საქმიანობის სფერო გააფართოვა და სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაზე გადავიდა. ამჟამად მისი მთავარი საქმიანობაა სამშენებლო მასალების წარმოება.
ამჟამად "ბარს მეკატრონიკი" მომხმარებლებს სთავაზობს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქციას, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ანჯამებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებსა და სხვა არაერთ პროდუქციას.
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გრიგოლ ლორთქიფანიძის 19გ, სამგორი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 8:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოსაცდელი ვადაში ხელზე ასაღები - 1400 ლარი (დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იხდის დამსაქმებელი)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
** ინვოისებისა და ზედნადებების გამოწერა;
** მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** შეკვეთების მონიტორინგი და დროული შესრულების კონტროლი;
** საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება და მენეჯერის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
** ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ან თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** კომუნიკაბელური
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|