Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669852&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
** თანამშრომლის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე დროული განხილვა და რეაგირება შიდა წესების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამართალდარღვევაზე მოკვლევის ჩატარება, თანამშრომლისგან ახსნა-განმარტების მიღება და დასკვნების მომზადება;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის გამართული ფუნქციონირებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს თანამდებობაზე 2 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 1300 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია