Робота для біженців з України
უძრავი ქონების შემფასებელი - სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების შემფასებელი - სტაჟირება
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს სტაჟირებას უძრავი ქონების შემფასებლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

მოვალეობები:

** შემოსულ განაცხადებზე დროული რეაგირება და დასკვნის მიწოდება;
** უძრავ-მოძრავი ქონების ადგილზე ინსპექტირება - შეფასება;
** შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული ანალიზი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა.

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე