Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, ნეტ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიისა და პარტნიორი ბრენდების სოციალური მედიის არხების მართვა.
** ბრენდების სოც.მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი ტაქტიკებით აღსრულება.
** სოც. მედია კალენდრის შექმნა
** სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება
** სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია: ბრიფების გაწერა და შესრულების მონიტორინგი.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** კომპანიის/ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა
** კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა
** საკუთარი თავისა და, შესაბამისად, კომპანიის, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით) ან პროფესიული განათლება მარკეტინგის მიმართულებით
** სოციალური ქსელების მართვის მიმართულებით, სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია სასერტიფიკატო პროგრამა სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ
** აუცილებელია ქართული ენის გრამატიკის კარგად ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია ქოფირაითინგის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა
** საჭიროა საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე