დასახელება:
ქსელური ობიექტების გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად მნიშვნელოვანი გაყიდვის არხების იდენტიფიცირება და განვითარება;
** პარტნიორ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
დაფარვების რეპორტის ანალიზი;
** გაყიდვების გუნდის ეფექტურობის შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;
** ანგარიშის სისტემატიური წარმოება და ჩატარებული სამუშაოების შედეგების არგუმენტირებული ანალიზი;
** სხვა ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 25 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|