Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669840&print=yes&view=jobs
 
სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: LINGOSTAR English Language Center
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ლინგოსთარი" - საერთაშორისო ინგლისური ენის ოლიმპიადა და საგანმანათლებლო პლატფორმა, ეძებს გუნდის ახალ წევრს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

მთავარი მოვალეობები:

** სპონსორებისა და პარტნიორების მოძიება - ახალი კორპორატიული და ინსტიტუციური პარტნიორების იდენტიფიცირება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია - მიმდინარე ურთიერთობების მართვა, რეგულარული შეხვედრები/კონტაქტი, ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება - ბრენდის ცნობადობის ზრდისა და სანდოობის განმტკიცების მიზნით;
** სოციალური მედიის მხარდაჭერა - კონტენტ-სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მესიჯების მორგება სხვადასხვა აუდიტორიაზე (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, პარტნიორები);
** საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) - ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვაში მხარდაჭერა, ბრენდის პოზიტიური იმიჯის გაძლიერება;
** შიდა კომუნიკაცია - გუნდთან რეგულარული ინფორმაციის გაზიარება, პროგრესის ანგარიშგება და დავალებების კოორდინაცია;
** პრეზენტაციებისა და ოფიციალური წერილების მომზადება - სპონსორებისა და პარტნიორებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კომუნიკაციების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** სტრატეგიული კომუნიკაციების, პარტნიორებთან მუშაობის ან PR სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა;
** გუნდის მუშაობაში ჩართვისა და პარალელურად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე ან მეტი);
** კომპიუტერული პროგრამებისა და სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში;
** პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლის შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

როგორ შევიტანო განაცხადი:

გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@lingostar.school.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია