Робота для біженців з України
ავტომობილის მოკლე ვიდეო კონტენტ კრეატორი TikTok-ზე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის მოკლე ვიდეო კონტენტ კრეატორი TikTok-ზე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: ავტომობილის მოკლე ვიდეო კონტენტ კრეატორი tiktok-ზე.

მოვალეობები:

** მოკლე ვიდეოებით მომხმარებლებისთვის ავტომობილების მოდელების გაცნობა, კლიენტების დაინტერესების, კონტაქტის დატოვებისა და სალონში მოზიდვის ხელშეწყობა.
** აქტიური კომუნიკაცია და გამომწერების რაოდენობის გაზრდა, ხარისხიანი მომსახურების გაწევა.
** კომპანიის ვიდეო გადაღებებსა და სარეკლამო მასალების (ვიდეო/ფოტო/ტექსტი) შექმნა.

მოთხოვნები:

** უპირატესად ჩაითვლება ავტომობილების გაყიდვების გამოცდილება.
** მართვის მოწმობა და მართვის ხანგრძლივი გამოცდილება სასურველია.
** ავტომობილების ინდუსტრიისადმი ინტერესი, მოდელების მახასიათებლების ზუსტი გაგება.
** კომუნიკაციის უნარი, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი, კამერის წინ თავისუფლად ყოფნა.
** უნდა ფლობდეს რუსულ ენას.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი: 1000-1500 ლარი
ბონუსი: 500 აშშ დოლარი თითო გაყიდულ ავტომობილზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორი დასვენების დღე თავად შეგიძლიათ აირჩიოთ)
სამუშაო ადგილი: რუსთავი

საკონტაქტო ტელეფონი: 596188188
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე