Робота для біженців з України
გაყიდვების პრომო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების პრომო აგენტი
მომწოდებელი: MBGeorgia
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო აგენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული, 13:00 საათიდან 20:00 საათამდე
სამუშაო დღეები: კვირა-სამშაბათი

კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მოზიდვა
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით)
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში)
** შესვენების შეთანხმებულ დროს გამოყენება (ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული დრო)

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

"JSC MBGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე