დასახელება:
მექანიკის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - მექანიკის ინჟინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვასრულებთ ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტებს. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში:
** პროექტების დაპროექტებაში.
** პროექტის განხორციელებაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება;
** Plumbing (ხანძარქრობა, მილდგარები) და HVAC (სახანძრო ვენტილაცია) სისტემების პროექტირება;
** ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
** პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
** სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამის- AUTOCAD-ის ცოდნა;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|