Робота для біженців з України
ტომოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტომოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** რადიოლოგიური დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიის მომზადება და განხორციელება;
** კვლევების ხარისხის მონიტორინგი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
** სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** პერსონალის (რადიოლოგები, ლაბორანტები, ტექნიკოსები) მუშაობის კოორდინაცია და გრაფიკების მართვა;
** პაციენტებისთვის დროული და შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველყოფა;
** კვლევის დასკვნების დროული მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება - ექიმი რადიოლოგი;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ლიდერობის, ორგანიზებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.

რატომ ბოჭორიშვილის კლინიკაში:

** უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და თანამედროვე სამუშაო გარემო;
** შესაძლებლობა, ხელმძღვანელობდეს პროფესიონალების გუნდს და მართოს ინოვაციური პროცესები;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ფართო შესაძლებლობები;
** პაციენტზე ორიენტირებული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კლინიკა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მიზანდასახულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 10 ოქტომბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია - რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 1 (ერთი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.

აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე