Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669650&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე - სოფელი გეგუთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: Panchenko Caviar House
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია "Panchenko Caviar House" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე ქ. ქუთაისში (წყალტუბოს რ-ნი, ს. გეგუთი).

ჩვენ ვართ ქართულ-უკრაინული კომპანია. ვაშენებთ ზუთხს, ვაწარმოებთ ხიზილალას, რომელიც არის წარმოდგენილი აშშ-ში, კანადაში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ლივანში და ომანში.

სამუშაო პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო კვირა: 09:00-18:00; ორშაბათი - პარასკევი
** მდებარეობა: სოფელი გეგუთი (ქ. ქუთაისი)

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა/დაარქივება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა, (ელ-სასაქონლო ზედნადები, ინვოისი - გამოწერა/კორექტირება);
** ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება/კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
** საწვავის შესყიდვა, განაწილება, ნაშთის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება (ნავაჭრი თანხების მიღება, შესაბამისი გატარებების ასახვა პროგრამებში);
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** ხელფასების, მივლინებების და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და ასახვა პროგრამაში;
** ყოველდღიურად გადახდილი თანხების შემოწმება და შედარება პროგრამასთან;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** აუცილებელია - წარმოებაში შესაბამისი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Miscrosoft Word, Excel);
** პუნქტუალურობა;
** რუსული ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე ცოდნა (საბუთების შექმნა და საუბარი);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 574-004-008, ან მოგვწერეთ hr@pancaviar.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია