Робота для біженців з України
რესტორნის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 1400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი, ეფექტურობა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა, გრაფიკების გაწერა და ა.შ.
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება
** მარაგის კონტროლი, შეკვეთების განთავსება საჭიროებისამებრ მარაგის დონის შესანარჩუნებლად
** სტუმრების შეკითხვებზე, საჩივრებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება და შეფასება
** რესტორანში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
** საბანკეტო ღონისძიებების მართვის გამოცდილება სასურველია

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598325025

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე