Робота для біженців з України
მოლარე - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: Betsson Georgia
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"Betsson Georgia" ონლაინ თამაშების ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების და სერვისების ფართო არჩევანის მიწოდება კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლებისა და ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისათვის დასაქმების საუკეთესო ადგილია.
ჩვენი კორპორატიული კულტურა გამორჩეულია თანასწორუფლებიანობით, გუნდურობით, მრავალფეროვნებით, ინიციატივებისა და კრეატიულობის წახალისებით, რომელიც ჩვენს სამ ძირითად ღირებულებაში აისახება: ერთიანი ბეთსონი, საქმის სიყვარული და სამართლიანი თამაში.
ამ ფასეულობების დამსახურებით, 2024 წელს Betsson Georgia Top Employer Institute-ს მიერ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა და გლობალურ ტექ. ინდუსტრიაში Top Employer-ის სტატუსი მიენიჭა.

მეტი "Betsson Georgia"-ს შესახებ გაიგეთ hბმულზე

კომპანია "ბეთსონ ჯორჯია" წყალტუბოს ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ფულადი ოპერაციების წარმოება და მართვა;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სალაროში არსებული
თანხის ბალანსის პერიოდული მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ მოგებული თანხის განაღდება.

მოთხოვნები:

** სასურველია სალაროში მუშაობის, ან ნაღდი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებულ პოზიციაზე
მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** კარგი ორგანიზატორული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური დამოკიდებულება თანამშრომლებთან;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სისწრაფე.

დამატებითი ინფორმაცია:

** პოზიცია მოიაზრებს 45 სამუშაო დღეს კვარტლის განმავლობაში (კვარტლის დასაწყისიდან 45 სამუშაო დღე შაბათ-კვირას დასვენებით. კვარტლის მეორე ნახევარი დასვენება სრულად).
** სამუშაო გრაფიკი: 11.00-15.00.
** ანაზღაურებ:ა 600 ლარი ყოველთვიურად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 15 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV-ი
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@betsson.ge და წერილის სათაურში
(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე - წყალტუბო". დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ ნომერზე - 591 007 942.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე