Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მტევინო
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
მეღვინეობა "მტევინო" ქართული მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელი კომპანიაა. ღვინო, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე გადის გასაყიდად.

მეღვინეობა "მტევინო" ეძებს გუნდის ახალ წევრს - შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭირო პროდუქციისა და მასალების შესყიდვის ორგანიზება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
** ფასებისა და პირობების მოლაპარაკება;
** კონტრაქტების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზება;
** მიწოდების ვადების და ხარისხის კონტროლი;
** საწყობის მარაგების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** ბაზრის კვლევა (ფასები, ახალი მასალები, ალტერნატიული მომწოდებლები);
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები) აქტიური თანამშრომლობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით მინ. 1 წელი
** უცხო ენა: ინგლისური, რუსული B2
** სამუშაო პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr.mtevino@mtevino.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება

გისურვებთ წარმატებას!

"გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.mtevino@mtevino.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე