დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დელტა ქონექთი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"Delta Connect Georgia" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 5-ზე მეტი მიმართულების სერვისებსა თუ მაღაზიებს.
ჩვენ პორტფოლიოში შედის გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა: https://tactical.ge/, https://racia.ge/, https://forkids.ge, https://rentmania.ge/, https://detectors.ge/, და https://myvelo.ge/. ყველა ეს მიმართულება გამოირჩევა ინოვაციურობით ქართულ ბაზარზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის ეფექტურ მართვასა და განვითარებას.
თანამშრომელს დახვდება მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და გარემო.
ლოკაცია: ქ. თბილისი, აგლაძის 15
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
** რეკრუტინგის პროცესი, თანამშრომელთა შერჩევა და ადმინისტრირება;
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
** მომსახურების სტანდარტისა და შინაგანაწესის მონიტორინგი და დაცვა;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული მოგვარება და აღმოფხვრა
** საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა.
პირობები:
** კვირის განმავლობაში 5 დღე;
** დასვენების დღეები- პარასკევი, შაბათი ან კვირა, ორშაბათი;
** გრაფიკი: 10:00-19:00;
** ანაზღაურება: 2550 ლარი (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე hr.deltaconnect@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ "მენეჯერი".
|
|
|
|