დასახელება:
1 C ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორაციული პარტნიორებისთვის.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას 1 C ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** შიდა 1C კონფიგურაციის ანალიზი და მოვლა (კატალოგები, დოკუმენტები, ანგარიშები, ბიზნეს ლოგიკა);
** მომხმარებელთა ყოველდღიური მხარდაჭერა (მენეჯერები, ბუღალტრები, ოპერატორები);
** შიდა მომხმარებლის გზამკვლევებისა და დოკუმენტაციის შექმნა და განახლება;
** ჩაშენებული ინსტრუმენტებით ანგარიშების კონფიგურაცია და გენერირება;
** შემოსული მოთხოვნების შეფასება - შესაძლებელი თუ არაა ამოცანის გადაწყვეტა 1C-ის ფარგლებში, თუ საჭიროა დეველოპერის ჩართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად სწორად ფორმულირებული დავალებების გადაცემა დეველოპერებისთვის.
სავალდებულო მოთხოვნები:
** სასურველია 1C პლატფორმის (advanced user) ფლობა;
** სისტემის სტრუქტურაში სწრაფი ნავიგაციის უნარი და საჭირო ფუნქციების მოძიება;
** უნარი დაწეროს ზუსტი ტექნიკური დავალებები და მოთხოვნები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ზედამხედველობის გარეშე.
სასურველი კვალიფიკაციები:
** შიდა გუნდების მხარდაჭერის გამოცდილება (ლოგისტიკა, ფინანსები, მხარდაჭერა);
** მუშაობის გამოცდილება 1C დეველოპერებთან და პლატფორმის
შესაძლებლობების/ შეზღუდვების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net 2025 წლის 24 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|