Робота для біженців з України
ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** საცალო სესხების მიმართულებით ახალი პროდუქტებისა და პროცესების ანალიზი, დიზაინი და დანერგვა;
** არსებული პროდუქტებისა და პროცესების შეფასება, ოპტიმიზაცია და დახვეწა;
** ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ფორმალიზება და პრიორიტიზაცია;
** ბიზნეს პროცესების აღწერა და მოდელირება (BPMN/UML);
** ინტეგრაციების დაგეგმვა და მხარდაჭერა (კრედიტ ბიუროები, ეროვნული რეესტრები, შიდა საბანკო სისტემები);
** პროექტის დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის მონაწილეებთან კომუნიკაცია (ბიზნესის წარმომადგენლები, IT, ვენდორები, რეგულატორი);
** UAT ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე სასურველია საბანკო/საფინანსო სფეროში;
** Agile მეთოდოლოგიის პრაქტიკული გამოცდილება (Scrum/Kanban);
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დოკუმენტაციის მართვის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (რუსული - სასურველია).

ბიზნეს ანალიტიკის კომპეტენციები:

** საცალო სესხების პროცესების ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიკაციისა და User Story-ების შექმნის გამოცდილება;
** პროცესების მოდელირება BPMN 2.0 სტანდარტით;
** დოკუმენტების მომზადება: BRD, FRD, Acceptance Criteria;
** სასურველია ეროვნული ბანკის რეგულაციების ზოგადი ცოდნა.

ტექნიკური ანალიტიკის კომპეტენციები:

** API ინტეგრაციების გამოცდილება (REST/SOAP, JSON, XML);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა (SQL);
** სისტემური დიაგრამების შედგენის გამოცდილება (Data Flow Diagram, Sequence Diagram);
** სასურველია Alta Software Core Banking (B6, LMS) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე