დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
გარანტი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: ალუმინის და მეტალო პლასტმასის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. კომპანია მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებასთან არსებული საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა ისააკიანის N 1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები.
ძირითადი მოვალეობა:
** წარმოებასთან არსებულ საწყობში შემოსული ტვირთის (მასალები/ აქსესუარების) მიღება, ჩამოტვირთვა; დათვლა.
** მიღებული პროდუქციის გადაზიდვა და განსაზღვრულ სივრცეში განთავსება/დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთის შესაბამისად, პროდუქციის მოძიება / გამზადება;
** გასაცემი პროდუქციის ავტომობილებზე დატვირთვა;
** საწყობში მატერიალური ფასეულობების მიმოცვლის პროცესის აღრიცხვა;
** საწყობში ჩატარებულ პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** დისციპლინირებული
** დაუზარელი
** კეთილსინდისიერი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის თანამშრომელი".
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|