Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669336&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში - ტექნიკური უზრუნველყოფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების გამართვა, ყველა აუცილებელი დრაივერითა და კონფიგურაციით.
** სხვადასხვა გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება, ინსტალაცია, მხარდაჭერა.
** მომხმარებლებისა და კომპიუტერული ობიექტების მართვა Microsoft Active Directory-ში, ანგარიშის შექმნა/გათიშვა, კომპიუტერული ობიექტების დამატება/წაშლა, მონაცემების ცვლილება.
** Office365-ზე მომხმარებლების მართვა, ლიცენზიების დამატება, გაუქმება.
** ქსელური პრინტერებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
** კომპიუტერების ლოგიკური და ფიზიკური ტექნიკური გაუმართაობის დადგენა და მათი აღმოფხვრა.
** უკაბელო წვდომის წერტილების [access points] ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** მზარდი ანაზღაურება;
** კვება;
** კორპორატიული ნომერი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია