Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: KMT Group
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
გვესაჭიროება საწყობის თანამშრომელი საკანცელარიო მაღაზიათა ქსელ - შპს KMT GROUP-ში.

საწყობი მდებარეობს ლილოს ტერიტორიაზე, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ

სამუშაო გრაფიკი:

** 09:00-18:00
** დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (მე-2 თვიდან)

2024 წლის მონაცემებით, აღნიშნულ პოზიციაზე, ბონუსის საშუალო თვიური ოდენობა მერყეობს 500-1000 ლარს შორის (საბონუსე სისტემის მუშაობის პრინციპს აგიხსნით გასაუბრებისას).

ფუნქცია/მოვალეობები:

** პროდუქციის დაცლა-დატვირთვა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება
** პროდუქციის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა
** წუნდებული საქონლის აღრიცხვა
** სხვა საქმიანობა რაც წარმოიშობა სამუშაო პროცესში

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია და არა აუცილებელი)
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი
** ენერგიული და მოწესრიგებული
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 555 777

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: kmt.group.llc@gmail.com

გასაუბრების შემდეგ გაივლით ერთ კვირიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე