დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
illy Caffè
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი (გალერია თბილისი, თავისუფლების მეტრო)
ვაკანტური ადგილი: 1
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება
** დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე წელიწადში ანაზღაურებადი, + 15 დღე შვებულება წელიწადში კალენდარული არა ანაზღაურებადი
** ანაზღაურება: 5 ლ. საათში + tips + 1.2 % თვის ნავაჭრის (1 თვის შემდეგ), ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 % (გალერია)
** სახელმწიფო ოფიციალურ დასვენების დღებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება.
** სამუშაო გრაფიკი: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების. დღეში 12 საათი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა
** ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კაფეში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები
** გაყიდვებზე ორიენტირებული
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|